თბილისი. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და დაზარალებული მოსახლეობის ეკონომიკურ ინტეგრაციას. პროექტის ფარგლებში დახმარება გაეწია 210 მეწარმეს. 210 მეწარმემ დაასაქმა 250 -ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ძირითადად ოჯახის წევრებით ან ახლობელ-მეზობლობით არიან წარმოდგენილი.
პროექტი დღეისათვის დასრულების ფაზაშია. 2012 წლის 9 ნოემბერს კი ორგანიზაცია გეგმავს კონფერენციის გამართვას, სადაც სურს დაინტერესებულ პირთა უფრო ფართო წრეს გააცნოს პროექტის შედეგები, გამოცდილება და იმსჯელოს არსებულ გამოწვევებსა და შემდგომ ნაბიჯებზე. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მისიის მიერ.
წყარო: ctc.org.ge