en
ge

საჯარო ლექცია – „ქალი ქრისტიანობაში: ევა თუ მარიამი“

კახეთი. თელავის მედია კაფეში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - „ქალი ქრისტიანობაში: ევა თუ მარიამი". შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
თათა ცოფურაშილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ტრენერი: ,,ლექცია შეეხება ქალის როლის გაგებას ქრისტიანული სწავლების მიხედვით ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე. რას ეფუძნებოდა ქალის სოციალური როლის შესახებ არსებული წარმოდგენები და რამ გამოიწვია მათი ცვალებადობა; როგორ გახდა ბიბლიური ტექსტი ქალის როლისა და დანიშნულების შესახებ ქრისტიანობაში არსებული წარმოდგენების ლიბერალიზაციის საფუძველი; ამ და სხვა კითხვებზე პასუხის ძიებას ისახავს მიზნად ლექცია თემაზე „ქალი ქრისტიანობაში:ევა თუ მარიამი".
შეხვედრა გაიმართა ,,ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" მიერ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)