კახეთი. კახეთის სამოქალაქო ლიგის, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით თელავში, 2013 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ანგარიშის საჯარო მოსმენა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს წინა წლის საქმიანობის ანგარიში.
კახეთის სამოქალაქო ლიგის წარმომადგენლების თინა ხანჯალიაშვილის თქმით, მოქალაქეებისთვის ანგარიშის წარდგენა, გვსურს, რომ ტრადიციად იქცეს, რადგან თვითმმართველობის სტრუქტურებში მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარი ამომრჩევლისა და მოსახლეობის წინაშე".
შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები.