en
ge

სისხლის დონაციის აქცია

თბილისი. 14 მაისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ იაშვილის სახელობის სისხლის ბანკთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ჩაატარა სისხლის დონაციის აქცია.
აქცია მიზნად ისახავდა იაშვილის კლინიკის ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სისხლით დახმარებას. სისხლის დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის და იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა. დღის განმავლობაში განხორციელდა 22 დონაცია.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება პროპაგანდას უწევს სისხლის ნებაყოფლობით, უანგარო დონაციას და ხშირად ახორციელებს მსგავს აქციებს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)