en
ge

ფილმი: „საზოგადოებრივი ინიციატივა - ჯვარის მუნიციპალიტეტი“

თბილისი. სტუდია „რემ" ფილმი: „საზოგადოებრივი ინიციატივა - ჯვარის მუნიციპალიტეტი" - გამოაქვეყნა. ფილმი ეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალი ქალაქ ჯვარისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ინიციატივას. „მოსახლეობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან გამოსავალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფასა და დამოუკიდებელი ერთეულის შექმნაში ხედავს. ისინი ფიქრობენ, რომ მუნიციპალიტეტში წალენჯიხის და ჯვარის ზონებში ფინანსების და შრომის განაწილება სამართლიანად არ ხდება. ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის მოთხოვნით ხელისუფლებისადმი წარსადგენად ჯვარელებმა 12 000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს. ფილმში ნაჩვენებია როგორ რეაგირებენ მოსახლეობის მოთხოვნაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე. ასევე, ნაჩვენებია, თუ რას ფიქრობს, მოსახლეობის მიერ თვითმმართველი ერთეულის შექმნის ინიციატივაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, დავით ნარმანია", ნათქვამია ფილმის აღწერაში.
ფილმი
 
წყარო: ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)