თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო სოციალურ ქსელში მობილური ტელეფონების შესყიდვების საკითხზე პოსტს აქვეყნებს. „ზოგიერთი სახელმწიფო ტენდერის მოთხოვნები ზედმეტად დეტალურია, რაც იწვევს მასზე კონკურენციის შეზღუდვას. შესაძლებელია, ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგ შემთხვევებში შემსყიდველ სახელმწიფო ორგანოს წინასწარ აქვს განსაზღვრული შესაძენი პროდუქცია ან/და მიმწოდებელი კომპანია, რომელთანაც სურს ურთიერთობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში. ინფორმაციაში ორგანიზაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 22 მარტს გამოცხადებულ სატენდერო წინადადებაზე საუბრობს – „ტენდერის პირობებში მოცემული აღწერილობა ... მეტისმეტად დეტალურია".ეს ტენდერი ამჟამად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ გასაჩივრებულია შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში