თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 13 მაისიდან 3 ივნისამდე მოკლევადიანი დამკვირვებლების ტრენინგებს ატარებს. ტრენინგები ორდღიანია და იმართება: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავსა და გურჯაანში.
აღნიშნული პერიოდის მანძილზე 1100-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი გაივლის ტრენინგს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან და თვითმმართველი ქალაქებიდან.
ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში დამკვირვებლები შეისწავლიან დამკვირვებლების ძირითად პრინციპებსა და უფლებებს. გარდა ამისა მიიღებენ ინფორმაციას არჩევნების დღის პროცედურების შესახებ.
2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს ორგანიზაცია 1100-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლის, 73 ოლქის დამკვირვებლის, 78 მობილური ჯგუფის,15 SMS ოპერატორისა და 15 იურისტის მეშვეობით განახორციელებს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში