თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ „მშვიდობის ხიდის" შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. „თბილისში მდებარე „მშვიდობის ხიდის" ექსპლუატაციის ხარჯები, მოსახლეობის ნაწილის შეფასებით, ქალაქის ბიუჯეტისათვის ზედმეტად დიდი იქნებოდა, ზოგი მის ესტეთიურ მხარესაც იწუნებდა. და მაინც რამდენი უჯდება „მშვიდობის ხიდის" მოვლა-პატრონობა თბილისს? Tendermonitor.ge-ს მიხედვით თბილისის მერიას 2014 წლის მარტიდან 2015 წლის მაისამდე ხიდის მოვლა-პატრონობაში 223,958 ლარის გადახდა მოუწევს", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში