თბილისი. 15 მაისს, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" ინიციატივით და „ტავ ჯორჯიას" მხარდაჭერით, თბილისის მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ლეიკემიის ცენტრში სიმბოლური აქცია „სიცოცხლის ხე" გაიმართა. აქციის მიზანს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მხიარული გარემოს შექმნა და მათი მხარდაჭერა წარმოადგენდა. ბავშვებმა მუხის ხე დარგეს, ჩაიფიქრეს სურვილები და ფერადი ბაფთები დააბნიეს.
აღნიშნული აქციით საფუძველი ჩაეყარა ლეიკემიის სარეაბილიტაციო სახლის ეზოში გასართობი მოედნის მოწყობას, რაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების თანადგომასა და გამხნევებას ისახავს მიზნად.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში