en
ge

სამართლიანმა არჩევნებმა კახეთში ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

კახეთი. 16 მაისს, გურჯაანში, სამართლიანი არჩევნებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გააცნო ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს აღნიშნულ პერიოდში კახეთის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის დარღვევები:
,,ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 7 შემთხვევა, არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 1 შემთხვევა, ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის 6 ფაქტი და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის 1 ფაქტი. აგრეთვე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას გაკეთდა ქსენოფობიური განცხადება ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის მიერ. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ პარტიების მიერ ამ დროისათვის დასახელებულ კანდიდატებს შეორის გენდერული ბალანსი უხეშადაა დარღვეული და ქალი კანდიდატები ძირითადად არ არიან წარმოდგენილი", - აცხადებს სამართლიანი არჩევნების კახეთის კოორდინატორი ნანა დევიძე.
ანგარიში მოიცავს 20 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით პერიოდს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)