en
ge

ბეთლემის უბნის ფესტივალი

თბილისი. 18 მაისს ბეთლემის უბანში გაიმართა „ბეთლემის უბნის ფესტივალი". იგი უკვე ტრადიციად იქცა და მას საფუძველი ICOMOS საქართველოს ერთ–ერთი პროექტის – „თემზე დაფუძნებული ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის" – ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი. ბეთლემის უბნის თემმა ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა. კერძოდ, ფერწერული ტილოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოჭენა–გაყიდვა, ბოტანიკურ ბაღში სემინარი ყვავილების მოვლის ხელოვნების შესახებ. ფესტივალის ფარგლებში სივრცე დაეთმო საყდრისის თემას, გამოიფინა საყდრისის მაღაროში აღმოჩენილი სამუშაო იარაღების ფოტოგამოფენა, წიგნები ქართული და უცხოურ ენაზე, სადაც საუბარია ამ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლზე და ასევე საყდრისის მხარდასაჭერ აქციებზე გადაღებული ფოტოები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023