თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური დაცვის ლიგა" ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანი ხელი შეუწყოს ქვეყანაში მცხოვრები ეტლით მოსარგებლე შშმ პირების არჩევნებში ბარიერების გარეშე მონაწილეობის მიღებას.
პროექტი, რომლის სახელწოდებაა „„2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე შშმ პირთა ჩართულობის ზრდა და ამომრჩეველთა ინფორმირება ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ", ითვლისწინებს ქვეყნის მასშტაბით აღიწეროს ადაპტირებული საარჩევნო უბნები, კერძოდ კი, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე (
www.pandusgeorgia.com) ეთნიკური უმცირესობისათვის დაემატება ახალი ენა - რუსული. ასევე ინტერნეტ-რუკაზე განთავსდება ინფორმაცია პანდუსირებული საარჩევნო უბნების შესახებ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით.