en
ge

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრი იმუშავებს

იმერეთი. წისაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ ერთი კვირის განმავლობაში, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მედიაცენტრი იმუშავებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეფექტურად გაშუქების მიზნით, ცენტრი მუშაობა სამ ეტაპად განხორციელდება.
„პირველი ეტაპი მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდს დაეთმობა, სადაც ჟურნალისტებს საშუალება მიეცემათ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შეკითხვები დაუსვან", - განაცხადა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა, ქეთი ციბაძემ.
რაც შეეხება ცენტრის მუშაობის მეორე ეტაპს, არჩევნების დღეს, ჟურნალისტები ოფიციალური ინფორმაციის მიღებას უბნებისა და ქალაქების მიხედვით არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ.
მესამე ეტაპი კი არჩევნების შემდეგ ერთკვირიან პერიოდს ითვალისწინებს და ჟურნალისტები ინფორმაციის მიღებას არჩევნების შედეგების საბოლოო გამოცხადებამდე შეძლებენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)