თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართ საჩივარი შეიტანეს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე. „საქმე ეხება ფილმ „აგვისტოს 5 დღის" პრემიერის შემდგომ გამართულ საქველმოქმედო ვახშმზე შემოსული მილიონი ლარის განკარგვის საკითხს. ორგანიზაციამ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, დგინდება, რომ 2011 წლის ივნისში, საქველმოქმედო ვახშამიდან შემოსულ ერთი მილიონი ლარის აგვისტოს ომში დაღუპული 400–მდე ოჯახისთვის გადაცემის ფაქტს, ადგილი არ ჰქონია. ... ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას და მონიტორინგის ფარგლებში გამოკვეთილი საკითხების მიმართ, სამართლებრივი რეაგირების მოხდენას მოითხოვს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: barristers.ge