en
ge

„ნათელი გარემო, ნათელი მომავლისათვის“

თბილისი. 16 მაისს მცირე საგრანტო პროექტის – „ნათელი გარემო, ნათელი მომავლისათვის" – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტს ახორციელებდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 180–ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები. პროექტის მიზანი იყო იაშვილის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთათვის არსებულ „მშობელთა სახლის" ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა, ბავშვებისათვის ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ორგანიზაცია „კრისტალის" დახმარებით „მშობელთა სახლის" ტერიტორიაზე დაირგო „ ცოცხალი ღობე", ვარდის ნერგები, შეიძინეს წიგნები, სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები. 
სრულად
წყარო: initiatives.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)