თბილისი. ორგანიზაციამ „მწვანე ალტერნატივამ" დარიალის ხეობაში განვითრებულ სტიქიურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „სამწუხაროდ, ამ დღეებში მედიით ვრცელდება საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა დეზინფორმაციული განცხადებები, თითქოს გარემოსდამცველები დევდორაკის მყინვარიდან ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზად დარიალის ხეობაში მშენებარე ჰესებს ასახელებენ. ასეთი განცხადებებით ისინი ცდილობენ მიჩქმალონ ამ პროექტების დამტკიცებისა და განხორციელების პროცესში მიღებული მთელი რიგი უპასუხისმგებლო და შესაძლოა, კორუფციული გადაწყვეტილებები. ...17 მაისს განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენამ ნათლად გვაჩვენა, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება მოიტანოს არასრულყოფილად ჩატარებულმა გარემოზე ზემოქმედების შეფასებამ და ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა. გარემო პირობების უგულვებელყოფით, მხოლოდ მაქსიმალურ ეკონომიკურ სარგებელზე გათვლილი პროექტები საბოლოო ჯამში არა მხოლოდ ბუნებრივ და სოციალურ გარემოს აყენებენ ზიანს, არამედ სერიოზული ეკონომიკური ზიანის მომტანიც არიან", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: greenalt.org