en
ge

დემოკრატიის მთხრობელთა სკოლის პირველი კურსდამთავრებულები

აჭარა. 17 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის" პროექტის - „დემოკრატიის მთხრობელთა სკოლა" - პირველი ეტაპი ოფიციალურად დასრულდა. პროექტის 30-მა ბენეფიციარმა აღნიშნულ სკოლაში სწავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს. დემოკრატიის მთხრობელთა სკოლის პირველი ეტაპის მოსწავლეები სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ახალგაზრდები იყვნენ, თუმცა პროექტის ორგანიზატორების ცნობით, მომდევნო ეტაპისთვის შერჩეული აპლიკანტების უმრავლესობა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და სტუდენტები იქნებიან. პროექტის მეორე ეტაპი 22 მაისიდან დაიწყება და 30 მონაწილე ერთი თვის განმავლობაში დემოკრატიის შესახებ მოწვეული ექსეპერტებისა და საზოგადო მოღვაწეებისგან დემოკრატიულ ღირებულებებზე სემინარებს მოისმენენ.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023