en
ge

კამპანია „ეს შენ გეხებას“ განცხადება

თბილისი. კამპანიაში - „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ" - მონაწილე ორგანიაციები ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების შეფერხებას აპროტესტებენ. „კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ 16 მაისის სხდომაზე პარლამენტმა ვერ დაამტკიცა ის ცვლილებები, რომელთა მიღებაც იქნება წინგადადგმული ნაბიჯი პირადი ინფორმაციისა და ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის, მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების თვალსაზრისით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც საქართველოს პარლამენტმა და არც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ გამოიყენეს საკმარისი რესურსი, რათა ამ მიმართულებით მდგომარეობა შეცვლილიყო.
ამასთან, იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტი უახლოეს დღეებში გამოხატავს პოლიტიკურ ნებას და რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე არჩევნებამდე დაუჭერს მხარს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო პაკეტს, როგორც ეს დეპუტატთა ნაწილის მხრიდან საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერდა", ნათვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად... 
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023