თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა", „ლიბერთი ბანკის" მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სარჩელი შეიტანა, რითაც სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის ფაქტის დადგენას და უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის მოხსნას მოითხოვს. ორგანიზაცია „საქართველოს პრემიერ–მონიტრს ღია წერილით მიმართავენ და „ლიბერთი ბანკთან" სახელმწიფოს შეთანხმების გადახედვას მოითხოვენ, რითაც ბანკს ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობა უჭირავს, რაც გამოიხატება პენსიონერებისა და ადგილნაცვალი პირების მიმართ ექსკლუზიურ მომსახურებაში, თუმცა ბანკი ცალსახად არღვევს ასეთი მომსახურების სტანდარტებს და მომხმარებლებს, თაკარა მზის ქვეშ უწევთ კუთვნილი სახელმწიფო დახმარების მიღება", ნათვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: www.barristers.ge