en
ge

სამართლიანმა არჩევნებმა ქუთაისში წინასაარჩევნო მონიტორინგის პრეზენტაცია გამართა

იმერეთი. 20 მაისს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამართლიანმა არჩევნებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანაგრიში გააცნო საზოგადოებას.
როგორც სამართლიანი არჩევნების  იმერეთის კოორდინატორმა, თეონა გოგიშვილმა განაცხადა, დაკვირვების პროცესში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ რამდენიმე დარღვევა გამოავლინა, მათ შორის: არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 1 ფაქტი, სავარაუდო მოსყიდვის  6 ფაქტი,  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 7 ფაქტი, წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის 1 ფაქტი და საკადრო ცვლილების 1 ფაქტი.
„თვალსაჩინოა ასევე გენდერული ბალანსის არარსებობა. კანდიდატებს შორის ძალიან ცოტა ქალბატონია." - განაცხადა გოგიშვილმა.
აღნიშნული ანგარიში 20 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ორგანიზაცია არჩევნებამდე კიდევ ერთ შუალედურ ანგარიშს ივნისის თვეში წარმოადგენს.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)