თბილისი. 20 მაისს, სახალხო დამცველმა საზოგადოებას სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ჩატარებული კვლევა წარუდგინა, რომელიც 2008–2013 წლების პერიოდს მოიცავს.
კვლევის მიხედვით, 5 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სხვადასხვა უწყებებს სულ 614 რეკომენდაცია გაუგზავნა, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი, 309 შესრულდა, 21 რეკომენდაცია კი უწყებებმა ნაწილობრივ შეასრულეს.
წყარო: ombudsman.ge