კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციაის „სამოქალაქო განვითარების, განათლებისა და დასაქმების ცენტრის" ინიციატივითა თესაუში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები. რომლის მიზანიც იყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობის გაცნობა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღველი ნელი ცქიტიშვილი: „მომავალ სტუდენტებს გავაცანით თესაუს ფაკულტეტები, ინფრასტრუქტურა, კომპიუტერული და სასწავლო ცენტრები, ლაბორატორიები; ვესაუბრეთ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების, სამეცნიერო კონფერენციების და სტუდენტური სტიპენდიის შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო დაფინანსებაში წელს თესაუს ოთხი სპეციალობა მოხვდა: ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია და დაწყებითი განათლება."