en
ge

ჯანმრთელობისა და სოციალური პრიორიტეტები 2015–2018 წწ

აჭარა. 21 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მერიის ორგანიზებით საჯარო შეხვედრა გიმართა. შეხვედრაზე განხილეს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2015–2018 წლების პრიორიტეტები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა, საზოგადოებრივი დარბაზების წევრები და მათი ლიდერები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედია საშუალებებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების ძირითადი მიზანია სამედიცინო სოციალური პირობების შექმნა ქალაქის მცხოვრებთათვის. განსაკუთრებით საშიში დაავადების ადრეული გამოვლენა, პრევენცია და მკურნალობა; მოსახლეობის ინფორმირება და ზრუნვა სოციალურად დაუცველ, ქრონიკულად დაავადებულ პირებსა და ბავშვებზე. მერიის სხვადასხვა სამსახურების 2015–2018 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვა მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრის მონაწილეებმა, წარმოდგენილი პრიორიტეტების შესახებ აზრი გამოთქვეს და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებიც მისცეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)