თბილისი. წინასაარჩევნოდ ამუშავდა ვებგვერდი
WWW.PARTIEBI.GE, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმირებულ პოლიტიკურ მსჯელობასა და დისკუსიას 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების წინ.
ამ მიზნით, NIMD-მა არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებსა და მერობის კანდიდატებს შესთავაზა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე დასმული შეკითხვებისათვის ეპასუხათ. საარჩევნო სუბიექტებს/მერობის კანდიდატებს თითოეულ კითხვაზე თანაბარი მოცულობის - მაქსიმუმ 250 სიტყვიანი პასუხის გაცემა შეეძლოთ.
ამ ვებგვერდის საშუალებით, შესაძლებელია როგორც ცალკეულ საარჩევნო სუბიექტების, ასევე მერობის კანდიდატების ხედვების გაცნობა და მათი ერთმანეთთან შედარება. სოციალური მედიის აპლიკაციები კი საშუალებას მოგცემთ თქვენი საკუთარი დისკუსია წამოიწყოთ, ადვილად გაავრცელოთ და იმსჯელოთ თქვენთვის საინტერესო იმ საკითხებზე.
წყარო: partiebi.ge