თბილისი. 21 მაისს ცენტრალური სააჩევნო კომისის ინიციატივით და საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) მხარდაჭერით ცესკოში პოლიტიკური პარტიების წამომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეებს კომისიაში მიმდინარე აქტივობებთან ერთად სტატისტიკური მონაცემების შესახებაც წარუდგინა ინფორმაცია, მათ შორის უკვე რეგისტრირებული მერობის კანდიდატების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების და კომისიაში შემოსული განცხადება/საჩივრების შესახებ. შეხვედრას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
თამარ ჟვანიამ მონაწილეებს ასევე გააცნო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ცესკოს მიერ წელს პირველად მომზადებული გენდერული სტატისტიკა, დოკუმენტში ასახულია გენდერული თანაფარდობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს შორის, ასევე საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების ქალთა და მამაკაცთა ბალანსი და ა.შ.
წყარო: საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში