კახეთი. საზოგადოებრივი გაერთიანების „სამოქალაქო დარბაზის" ორგანიზებითა და ინიციატივით, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თელავის მერობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დაესწრნენ არასამთავრობო სექტორისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლები, ასევე, სტუდენტები და დაინტერესებული მოქლაქეები. ქალაქის მერობის კანდიდატებმა დამსწრე საზოგადოებას საარჩევნო პრიორიტეტები გააცნეს.
,,შეხვედრაზე განხილეთ ქალაქისთვის პრობლემატური საკითხები, რომელიც არც ისე ცოტაა. თელავის მერობის კანდიდატებმა ისაუბრეს თავიანთ საარჩევნო პრიორიტეტებზე. შეხვედრაზე ყველა კანდიდატმა ვერ მოახერხა მოსულიყო, თუმცა კარგია, რომ მსგავსი ღონისძიებები იმართება და მოსახლეობისთვის არ არის კომუნიკაციის პრობლემა ადგილობრივ პოლიტიკოსებთან", განაცხადა „კახეთის სამოქალაქო დარბაზის" წარმომადგენელმა ჯუმბერ სახეიშვილმა.