აჭარა. 22 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გენდერული თანასწორობის ქსელის წარმომადგენლები, ადგილობრივ ქალ ამომრჩევლებსა და მაჟორიტარებს შეხვდნენ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ ასპექტებს, რაზეც საარჩევნო კამპანიის წარმოებისას კანდიდატებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ. საარჩევნო სუბიექტებთან ერთად, შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც ესწრებოდნენ. კანდიდატებმა იმ ხედვებზე ისაუბრეს, თუ როგორ იზრუნებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე. საქართველოს გენდერული თანასწორობის ქსელის ორგანიზებით, მსგავსი შეხვედრა საქართველოს ყველა რეგიონში იმართება. საბჭო 2012 წლიდან მოქმედებს და მისი მიზანი პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდაა.