აჭარა. 22 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრაზე განიხილეს როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ქართული რეალობა შშმ პირების უფლებების დაცვის შესახებ, ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს როლი აღნიშნული სოციალური ჯგუფის უფლებების დაცვის რეგულაციების კუთხით და სხვა.
შეხვედრაზე მიწვეული იყო ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებმაც, საკუთარი გამოცდილება და ხედვა გაუზიარეს სტუდენტებს სოციალური ფონის გაუმჯობესების შესახებ.
აქტივობას ორგანიზებას უწევდა, საინიციატივო ჯგუფი „დემოსი", რომელიც ჩამოყალიბდა საუნივერსიტეტო საგნის „დემოკრატია და მოქალაქეობის” ფარგლებში. ჯგუფი მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას.