თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა: „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში". კვლევის შედეგები მოიცავს 2013 წლის ოქტომბერ–2014 წლის მარტის პერიოდს. აღნიშნულ პერიოდში პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაიგზავნა 493 განცხადება 29 საჯარო დაწესებულებაში. გაგზავნილი მოთხოვნებიდან მიღებულია : 269 სრულყოფილი პასუხი, 47 არასრულყოფილი პასუხი, 12 სამართლებრივი საფუძვლის არმქონე უარი, 49 უპასუხოდ არის დატოვებული, ხოლო 116 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებიან, რომ ინფორმაცია არ აქვთ.
კვლევაში წარმოდგენილია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკა და ტენდენციები 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე და 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში.
კვლევის სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე, ასევე წარმოდგენილია საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის რეიტინგი.
წყარო: idfi.ge