თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 1 აპრილს დაიწყო 7 ეროვნული სატელევიზიო არხისა (საზოგადოებრივი მაუწყებლები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია და კერძო მაუწყებლები – იმედი, კავკასია, მაესტრო, რისთავი 2 და ტაბულა) და 6 რეგიონული მაუწყებლის (აჭარის 25-ე არხი, გურჯაანი (კახეთი), ქვემო ქართლის ტელევიზია, (ქვემო ქართლი), ოდიში (სამეგრელო), რიონი (იმერეთი) და თრიალეთი (შიდა ქართლიდან) მონიტორინგი. აღნიშნული მონიტორინგის პერიოდია 2014 წლის 1– 30 აპრილი.
წყარო: qartia.org.ge