იმერეთი. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ საზოგადოებას მორიგი კვლევის შედეგები გააცნო. მოცემული კვლევის განმავლობაში ორგანიზაცია იკვლევდა, თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაზე? საქართველოს მასშტაბით სულ გამოიკითხა საქართველოს 1918 მოქალაქე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქუთაისის ოფისის იურისტის, თეონა ზაქარეიშვილის თქმით, „კვლევის შედეგები საგანგაშოა, რადგან საქართველოს მოქალაქეები ნაკლებად არიან ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ ასევე მწირი ინფორმაცია აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების აქტივობების შესახებ".