en
ge

გამჭვირვალობა: „ასოცირების შეთანხმებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა ეხმაურება საზოგადოებაში არსებულ კითხვას თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას: საქართველოს პრეზიდენტმა თუ პრემიერმინისტრმა და საზოგადოებას საქართველოს კანონმდებლობის ანალიზს სთავაზობს.
„...როგორც ცნობილია, ასოცირების შეთანხმების პარაფირება მთავრობის წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მოხდა, რაც თავისთავად საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების განხორციელების აქტს წარმოადგენს. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მას, როგორც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენელს, ხალხის მიერ პირდაპირ არჩეულ უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პირს, კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, უმაღლეს დონეზე წარმოადგინოს ქვეყანა. შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი სწორედ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებას საქართველოს პრემიერმინისტრმა ან სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირმა მოაწეროს ხელი. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ ხელშეკრულებას ხელს სხვა პირი მოაწერს...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)