კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისათვის ინიციატივით, თელავის მერობის კანდიდატების საჯარო დებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეობის მისაღებად მერის არჩევნებში რეგისტრირებული შვიდივე კანდიდატი იყო მოწვეული. მათ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრა გაიმართა ქსელის პროექტის „აირჩიე ქალაქის მერის" ფარგლებში, რომლის მიზანია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და მერების არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხის გაუმჯობესება ინფორმირებული ამომრჩევლის გზით. პროექტი ხორციელდება აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და IFES-ის მხარდაჭერით.