აჭარა. 23 მაისს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საზოგადოებრივმა დარბაზმა ქალაქ ბათუმის ინფრასტრუქტურის სამსახურმა საჯარო შეხვედრა გამართა. სადაც განხილეს ბათუმის ბიუჯეტის 2015-2018 წწ საშუალოვადიან გეგმის პროექტი. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა, საზოგადოებრივი დარბაზის წევრები და ლიდერები. ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებისგან რეკომენდაციები ძირითადად ეხებოდა ადაპტირებული გარემოს მოწყობას შშმ პირებისათვის, კერძოდ, სხვადსხვა შენობების რაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში პანდუსებისა გათვალისწინებას. ასევე, პრიორიტებებში გათვალისწინებულია ხმოვანი შუქნიშნების დამონტაჟება, რაც საკითხით დაინტერესებულმა პირებმა დადებითად შეაფასეს.