en
ge

შეხვედრა: საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები და პერსპექტივები

კახეთი. 24 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა შედგა თემაზე - საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები და პერსეპექტივები.
შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებს გააცნეს ინფორმაცია ევროკავშირის ისტორიისა და ინსტიტუების, საქართველო და ევროკავშირი ურთიერთობების და პერსპექტივების შესახებ. რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
დღის მეორე ნახევარში მონაწილე ახალგაზრდებმა იმუშავეს ჯგუფებში და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს" პუბლიკაციის „10 მითი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ" დახმარებით მოამზადეს პრეზენტაციები პულიკაციაში გამოყენებული ინფორმაციის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს გადაწყდა რომ მსგავსი ფომატის შეხვედრები სიღნაღის მუნციპალიტეტის სხვა სოფლის ახალგაზრდებითვისაც მომზადდება და გაიმართება.
წყარო: ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის" ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)