en
ge

ქუთაისის მერიაში დემოკრატიის სკოლის პრეზენტაცია გაიმართა

იმერეთი. ქუთაისში დემოკრატიის სკოლის პრეზენტაცია გაიმართა. დემოკრატიის სკოლა არის ნიმდის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის საგანმანათლებლო პროგრამა. იგი საქართველოს 4 ქალაქში ხორციელდება (თელავი, ქუთაისი, გორი, ბათუმი) და ითვალისწინებს 5 თვიან სასწავლო კურსს და განკუთვნილია მედიის, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტების და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისათვის. დემოკრატიის სკოლა 4 საგანმანათლებლო მოდულს მოიცავს, რომელიც დემოკრატიული პოლიტიკის საკვანძო საკითხებს უკავშირდება. სკოლაში სწავლა 5 თვის განმავლობაში გრძელდება. 
ქუთაისში დემოკრატიის სკოლაში მიღება წელსაც გრძელდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)