თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" განცხადება გაავრცელა. „სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის გამგებლის - ემზარ ჯიქურაშვილის ბრძანებით, 13 მაისს, სოფელ კაჭრეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გულო ბასილაშვილი და სოფელ კაჭრეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ოთარ მირიანაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ორივე მათგანი გათავისუფლების პოლიტიკურ მიზეზებზე საუბრობს".
„სამართლიანი არჩევნები" გმობს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ორგანიზაციამ უკვე მიმართა უწყებათაშორის კომისიას და მიიჩნევს, რომ კომისიამ დროულად უნდა შეისწავლოს ზემოთ აღნიშნული გათავისუფლების ფაქტები.
წყარო: www.isfed.ge