თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის შესახებ და განცხადება გაავრცელა. „მსგავსი ძალადობრივი ფაქტები მიუღებელია და სახელმწიფოს მხრიდან სწორ, დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ასეთი ქმედებები წინასაარჩევნო პერიოდში ზრდის დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებას. მოვუწოდებთ ყველას, წინასაარჩევნო პერიოდში უარი თქვან პროტესტის ძალადობრივი ფორმით გამოხატვაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge