en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და სამოქალაქო განვითარების სააგენტომ განცხადება გაავრცელეს.  „...ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ...ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს ის ფაქტი, როდესაც პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და განსხვავებული აზრის გამო ხდება ფიზიკური ანგარიშსწორება. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, აუცილებელია არჩევნებში ჩართული პირების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და დაცული იყოს”, ნათვამია განცხადებაში. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუშალოს პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ძალადობის სახიფათო ტენდენციად ჩამოყალიბებას.
სრულად
წყარო: transparency.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023