en
ge

სოციალური საცხოვრისის უზრუნველყოფის პროგრამის განხილვა რუსთავში

ქვემო ქართლი. 27 მაისს, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქალაქ რუსთავის მერიაში. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა: ქალაქ რუსთავის მერიის მიერ განხორციელებული ,,სოციალური საცხოვრისის უზრუნველყოფის პროგრამის" განხილვა და ,,ბენეფიციარების შერჩევის სამუშაო ჯგუფის’’ საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება. შეხვედრა გაიმართა პროექტების „შეზღუდული შესაძლებლობის მეინსტრიმინგი სახელმწიფოს მიერ გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში" და „ფსიქიტრიულ დაწესებულებებში მყოფ და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ქალთა დაცვა ძალადობისაგან'' ფარგლებში.აღნიშნული პროექტები ხორციელდება ევროკავშირის და საქართველოში ქალთა ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)