თბილისი. აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC-ის პროგრამის ფარგლებში ელექტრონული საგრანტო განაცხადის შევსებისას უკვე შესაძლებელია ვიდეო-ფაილის მიმაგრება. ვიდეოს საშუალებით აპლიკანტს საშუალება ეძლევა გადმოსცეს პროექტთან დაკავშირებული ისეთი იდეა, რისი სრულად გადმოცემაც წერილობით სააპლიკაციო ფორმაში რთულია. ასევე ვიდეოს გამოყენებით შესაძლებელია პრობლემის მოგვარების გზების ჩვენებაც.
ვიდეო აპლიკაცია სავალდებულოა არაა, თუმცა წერილობითი საგრანტო სააპლიკაციო განაცხადის სრულყოფისათვის არის განკუთვნილი.
სიახლე EWMI G-PAC-ის „ახალი მედია, ახალი მიდგომა" ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გავლენის გასაზრდელად ახალი მედიის უფრო ფართოდ გამოყენებას უწყობს ხელს. ამ ინიციატივის ფარგლებში უკვე დაიწყო გრანტის შეფასების პროცესში სკაიპის გამოყენება, ხოლო სტაჟირების პროგრამისათვის კითხვა-პასუხის სესია Facebook-ის საშუალებით ჩატარდა.
წყარო: ewmi-gpac.org