ქვემო ქართლი. 1–2 ივნისს სოფლის სოცილოგთა კლუბის წევრები ეწვევიან სოფელ ავრანლოს წალკის მუნიციპალიტეტში. პროექტის მიზანია სოფლად სხვადასხვა სახის კულტურული და სოციალური ღონისძიების გამართვა. კლუბის წევრები სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლასაც ეწვევიან. ყველა მსურველს შეუძლია, წვლილი შეიტანოს პროექტის განხორციელებაში, დაეხმარნონ ორგანიზატორებს სათამაშოებით, ინვენტარით, წიგნებით ან სხვა სახის მატერიალური რესურსით. მოხალისეებს შეუძლიათ, ჩაერთონ ღონისძიებაში და შეუერთდნენ კრეატიული იდეებით.
საკონტაქტო ინფორმაცია: t.gugushvili@hotmail.com