en
ge

EMC: „მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ“

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ეხმიანება მედიით გარვცელებულ ინფორმაციას და განცხადებას ავრცელებს.
„... რამდენიმე საინფორმაციო პორტალმა (მათ შორის, სააგენტო „პირველმა," topnews.mediamall.ge-მ, pirveliradio.ge-მ, newposts.ge-მ) 2014 წლის 17 მაისს, სასულიერო პირებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ დაგეგმილი ერთ-ერთი აქციის ორგანიზატორის ბექა ცხადაძის განცხადებაზე დაყრდნობით, გაავრცელა დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „29 მაისს ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ორგანიზებით გეგმავს "აიდაჰოს” დღის აღსანიშნავად აქციის გამართვას სახელმწიფო კანცელარიასთან."
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ცალსახად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და მოუწოდებს ბექა ცხადაძეს მოერიდოს არასწორი ფაქტებისა და ცნობების გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას...", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)