en
ge

ეთნოსთაშორისი ურთიერთობების სფეროში მომუშავე არასამთავრობოების მიმართვა

თბილისი. ეთნოსთაშორისი ურთიერთობების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გარდაბანში მომხდარი ინციდენტის შესახებ მიმართვას ავრცელებენ. 
„....ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები, შეშფოთებას გამოვთქვამთ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს და დაპირისპირებამ ეთნიკური ელფერი მიიღოს. მივმართავთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა ფაქტი ოპერატიულად იქნას გამოძიებული და გატარდეს კანონით განსაზღვრული სანქციები დამნაშავე პირების მიმართ. გარდა ამისა, მოვუწოდებთ ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს, სიფრთხილით მოეკიდონ შექმნილ ვითარებას და თავი შეიკავონ ინციდენტში ჩარევისაგან პოლიტიკური ქულების მოპოვების მიზნით..", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023