en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება გარდაბანში მომხდარ ინციდენტზე

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება გარდაბანში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან. „შეშფოთებას გამოვთქვამთ 28 მაისის ღამეს, გარდაბანში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, როდესაც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენგარდაბნის რაიონში მცხოვრები მოქალაქეთა ჯგუფები. შეტაკება იმდენად სერიოზული იყო (თვითმხილველების თქმით დაპირისპირებაშიდაახლოებით 300 ადამიანი მონაწილეობდა), რომ საინფორმაციო სააგენტოების მონაცემებით, მდგომარეობის განმუხტვისთვის სპეცდანიშნულებისრაზმის მობილიზება გახდა აუცილებელი. ... ჩვენთვის მიუღებელია პოლიტიკური ან სხვა რაიმე სარჩულით ეთნიკური თუ სხვა სახის დაპირისპირების პროვოცირება. მოვუწოდებთსამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი და შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისრონ დაპირისპირებისწამომწყებ და კონფლიქტში ჩართულ პირებს”, ნათვამია განცხადებაში.
სრულად... 
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023