სამცხე-ჯავახეთი. დემოკრატ მესხთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში სადისკუსიო შეხვედრა - „საქართველოს ევროინტეგრაცია და ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პერსპექტივები და გამოწვევები” - გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები.
ღონისძიება საქართველოს სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებითა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში