en
ge

მომავალმა მედიატორებმა სამოქალაქო და ბიზნესმედიაციის ტრენინგები დაასრულეს

თბილისის და გორის მედიაციის ცენტრის მედიატორებმა, 30 მაისს, სამოქალაქო და ბიზნეს მედიაციის სატრენინგო კურსი დაასრულეს. ტრენინგებს, რომელიც ხუთ დღეს გრძელდებოდა სპეციალურად მოწვეული პოლონელი ექსპერტი მაჩეი ტანსკი უძღვებოდა. ტრენინგის ფარგლებში მომავალი მედიატორები მედიაციის სტრატეგიებს, გამოსავლის ძიების ტექნიკას, მედიატორის წარმატების განმსაზღვრელ ფაქტორებს, მედიაციის სტილს, დათმობისა და თანხმობის ზღვარსა და ტექნიკას ეუფლებოდნენ. პოლონელი ექსპერტი ქართველ მედიატორებს ბიზნეს მედიატორისთვის აუცილებელ ცოდნას და უნარებს ასწვლიდა. მსმენელები თეორიულ ცოდნას სიმულაციური სავარჯიშოებით იმტკიცებდნენ და პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებდნენ.
სატრენინგო კურსი პროექტის ,,მედიაცია საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დავების ეფექტური დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიულ მეთოდი" ფარგლებში გაიმართა. პროექტის განხორციელება გასულ, 2013 წელს დაიწყო. პროქტის ფარგლებში კონკურსის წესით შეირჩეული სხვადასხვა პროფესიის 30 კანდიდატი გადამზადდა მომავალ მედიატორებად.
პროექტს ახორციელებს „მედიაციის ცენტრი" და მეგობრობის ხიდი - „ქართლოსი" პოლონელ პარტნიორებთან ერთად „პარტნიორები პოლონეთი". პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო სამინისტროს პროგრამის „დემოკრატიის ხელშეწყობის მიერ".
წყარო: ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი – „ქართლოსი".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)