en
ge

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების მონიტორინგი

თბილისი. 30 მაისს დასულდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიის (13 წევრის) ტრენინგები, რომლის მიმდინარეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო ოლქებში აკვირდებოდნენ საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის დამკვირვებლები.
სასწავლო პროგრამა ტარდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.
ტრენინგის ძირითადი თემატიკა მოიცავს საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობას კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის დღეს. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებებს, ასევე კენჭისყრის დღის ინსცენირება. ტრენინგები ჩატარდა კომბინირებული მეთოდით, რომელიც მოიცავს ელექტრონულ სწავლებას (მათ შორის სასწავლო ხასიათის ფილმის ჩვენებას), პრაქტიკულ სწავლებას (მათ შორის პრაქტიკული სავარჯიშოები და როლური თამაშების ჩატარებას).
წყარო: საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)