en
ge

„პრემიერის განცხადებები წინასაარჩევნო პროცესებზე უარყოფითად აისახება“

თბილისი. საია, გამჭვირვალობა და სამართლიანი არჩევნები პრემიერის მიერ 31 მაისს გურიაში, ადგილობრივი არჩევნებისთვის კოალიციის კანდიდატების წარდგენისას, გაკეთებულ განცხადებას გამოეხმარნენ. ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. „...ამ შეხვედრებისას პრემიერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" არცერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას. მან ასევე თქვა, რომ „ნაციონალების" არცერთი ნარჩენი არ უნდა დატოვონ”. ამას ემატება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 ივნისის განცხადება, სადაც ყოველგვარი გამოძიების ჩატარების გარეშე უარყოფილია საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები. ასეთ პირობებში, არ არის გასაკვირი, რომ კვლავ ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდოდ ზეწოლის შედეგად ოპოზიციის კანდიდატების მიერ მათი რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.
ვფიქრობთ, რომ პრემიერისა და შსს-ს არაადეკვატური რეაქცია რეგიონებში განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე ხელს უშლის სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს ჯანსაღი შეჯიბრებითობის პრინციპს და ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე..", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)