სამცხე–ჯავახეთი. 1 ივნისს, ახალციხის დემოკრატიულ ცენტრში შედგა შეხვედრა მერობის ერთადერთ ქალ კანდიდატთან. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული და მას ახალციხის მაცხოვრებლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კანდიდატმა დამსწრეებს საკუთარი ხედვები გააცნო ქალაქში არსებულ, დღემდე გადაუჭრელ პრობლემებთან დაკავშირებით. რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა–პასუხის და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრშივე გაიმართა შეხვედრა მერობის ყველა კანდიდატთან. კანდიდატებმა ადგილობრივი მედიის შეკითხვებს უპასუხეს.